სალას დაკრძალვის ცერემონია არგენტინაში გაიმართა
Aa
Aa

სალას დაკრძალვის ცერემონია არგენტინაში გაიმართა

ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ემილიანო სალას დაკრძალვის ცერემონია მის მშობლიურ მხარეში, სანტა ფეს პროვინციაში გაიმართა, რის შემდეგაც მის სხეულს კრემაცია გაუკეთეს.

სალას პატივი მიაგეს ქალაქ პროგრესოს საფეხბურთო კლუბში, სადაც ფეხბურთელი ბავშვობის წლებში ასპარეზობდა. დაკრძალვის დასკვნითი ნაწილის გასამართადად ფრანგული ''ნანტის'' ყოფილი ფეხბურთელი  სანტა ფეს პროვინციაში გადაასვენეს. სალა სწორედ სანტა ფეში, ქალაქ პროგრესოში გაიზარდა.

დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ''ნანტისა'' და ''კარდიფის'' წარმომადგენლები არგენტინაში გაემგზავრნენ. მათ შორის იყო ''კარდიფის'' მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკი.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო უელსურმა გუნდმა „ნანტისგან“ 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაიბირა. ტრანსფერის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთში თანაგუნდელებთან გამოსამშვიდობებლად ჩაფრინდა. ტრაგედია კი ბრიტანეთში დაბრუნებისას დატრიალდა...

ემილიანო სალას ტრაგიკულ გარდაცვალებას არაერთი ცნობილი პირი გამოეხმაურა. მათ შორის იყო ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა „ემილიანო სალას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ძალიან ვწუხვარ. ემილიანო, ბევრ ჩვენგანს შენი ცოცხლად პოვნის მცირე იმედი გვქონდა. ვეხუტები შენს ოჯახს და მეგობრებს. მადლობას ვუხდი არგენტინელებს კოლეგის მიმართ გამოჩენილი პატივისცემისთვის და გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მშვიდობით ემილიანო“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები