ზარანდიას გამომუშავებული პენალტი და გაბედავას გუნდის მნიშვნელოვანი 3 ქულა
Aa
Aa

ზარანდიას გამომუშავებული პენალტი და გაბედავას გუნდის მნიშვნელოვანი 3 ქულა

პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში სოსნოვიეცის ''ზაგლემბემ'' გდინიას ''არკა'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ითამაშა, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი ივანიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

''არკას'' შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მეორე გოლისას პენალტი გამოიმუშავა, თუმცა დარტყმა თავად არ შეუსრულებია.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''არკა'' 25 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო გაბედავასა და ივანიშვილის გუნდი 15 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები