დვალის სადებიუტო გოლი ''ფერენცვაროშში''
Aa
Aa

დვალის სადებიუტო გოლი ''ფერენცვაროშში''

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში ''დებრეცენმა'' შინ ''ფერენცვაროში'' 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ლაშა დვალმა გაიტანა.  23 წლის ცენტრალური მცველისთვის ''ფერენცვაროშის'' შემადგენლობაში ''დებრეცენთან'' გატანილი გოლი სადებიუტოა. პირველი ნახევარი დვალის გოლით ''ფერენცვაროშის'' გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ დვალის გუნდის კარში 2 გოლი გავიდა.

''დებრეცენმა'' 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლი შეაგდო.

დვალის სადებიუტო გოლი

 

ლაშა დვალი უნგრულ კლუბში გასულ თვეში გადავიდა. მან ''ფერენცვაროშის'' შემადგენლობაში პირველი გოლის გატანა მესამე მატჩში მოახერხა. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ფერენცვაროში'' 43 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტებს 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები