რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "სახიფათო კონტრშეტევა იყო, იძულებული ვიყავი რთული გადაწყვეტილება მიმეღო"

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის ''რეალმა'' სტუმრად ამსტერდამის ''აიაქსი'' 2:1 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

"MARCA"-ს მტკიცებით რამოსმა ყვითელი ბარათის მიღება არ მიღების საკითხის შესახებ კონსულტაცია, ჯერ თანაგუნდელებთან გაიარა, შემდეგ კი სათადარიგო სკამს მიუბრუნდა, ჟესტით ბარათზე მიანიშნა და ჩაილაპარაკა: „ყვითელი ბარათი მივიღო“? ამ მომენტიდან რამდენიმე წამის შემდეგ სერხიომ გაფრთხილება „დაისაკუთრა“ და მომდევნო თამაშს გამოტოვებს, თუმცა საქმე ასე იოლად ნამდვილად არ გახლავთ. უეფამ შესაძლოა რამოსი კიდევ ერთი მატჩით დასაჯოს და ფეხბურთელმა პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვოს თუ ''რეალი'' ჰოლანდიური კლუბის ბარიერის დაძლევას მოახერხებს.

სერხიო რამოსი: ''ჩემი თავდაპირველი ნათქვამი არასწორად გაიგეს. სხვა გზა არ მქონდა. ძალიან სახიფათო კონტრშეტევა იყო, იძულებული ვიყავი რთული გადაწყვეტილება მიმეღო, რაც ფეხბურთში ხდება ხოლმე. სხვა არჩევანი არ მქონდა.

გაოცებული ვარ რატომ მოჰყვა ამ ფაქტს ამდენად დიდი აჟიოტაჟი. დისკვალიფიკაციის მიღება ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა.''

მადრიდის ''რეალის'' შემადგენლობაში სერხიო რამოსმა ''აიაქსთან'' მე-600 შეხვედრა ჩაატარა. რამოსმა ესპანურ გრანდთან ერთად 20 ტიტული მოიგო და 84 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ - ალეგრი: "მადრიდში გოლი უნდა გავიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გართულდება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები