''გენტის'' მწვრთნელმა ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
Aa
Aa

''გენტის'' მწვრთნელმა ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ბელგიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ''გენტი'' ''ვასლანდ-ბევერენს'' შეხვდება.''გენტის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გიორგი ჩაკვეტაძე მატჩს გამოტოვებს, ხოლო გიორგი ქვილითაიას 18-კაციან განაცხადში ვიხილავთ.

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა Het Nieuwsblad-თან ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა: ''მიმდინარე კვირაში ჩაკვეტაძემ ბევრი იშრომა, ტრენაჟორებზე ივარჯიშა, მაგრამ მისი თამაში ნაადრევია. იმედი მაქვს შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.''

ბელგიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძეს გასული წლის მიწურულს მიღებულმა ტრავმამ თავი შეახსენა და ბელგიის ჩემპიონატის შეხვედრა ''ბრიუგესთან'' გამოტოვა. მან ასევე გამოტოვოვა ''მუსკრონთან'' დაპირისპირება. ასე რომ მას ''გენტის'' ბოლო ორ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია და მესამე შეხვედრასაც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები