ლორან ბლანის მატჩის შემდგომი კომენტარი
Aa
Aa

ლორან ბლანის მატჩის შემდგომი კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, „პარი სენ ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დამარცხება მოახერხა (2-1). მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა შეაფასა, რომელმაც მისი ფეხბურთელებისადმი ქება არ დაიშურა.

"პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ კავანის გამო. მისი საკმაოდ დიდი ტალანტი აქვს და მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ფეხბურთელები თამაშს ასევე გააგრძელკებენ. მათდამი მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია რომ ვთქვა. 2:1 არ არის დიდი უპირატესობა, მაგრამ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. საპასუხო შეხვედრა სავარაუდოდ, იგივე სტილში წარიმართება, რადგან გუნდების შესაძლებლობებს ვერაფერი შეცვლის.

სიმართლე გითხრათ, "ჩელსის" ჰქონდა რამდენიმე შანსი და კევინ ტრაპმა ჩინებული სეივები განახორციელა. თუმცა, თუ იმ ერთ გაშვებულ გოლს არ ჩავთვლით, "პსჟ" დიდებული თამაში აჩვენა თავიდანბოლომდე.

ეს ჩვენი ერთ–ერთი საუკეთესო თამაშია ამ სეზონში. ვფიქრობ, ჩვენი საუკეთესო გამოსვლა სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, რადგან "ჩელსიმ" უპრობლემოდ დათმო ბურთი და ინიციატივა, "რეალს" კი უყვარს ბურთის დაჭერა. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ბოლომდე პროგრესი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ – განაცხადა ლორან ბლანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები