ჯიღაურის პირველი საგოლე გადაცემა საფრანგეთში
Aa
Aa

ჯიღაურის პირველი საგოლე გადაცემა საფრანგეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა ''გრენობლის'' მაისურით საფრანგეთის ლიგა 2-ში საგოლე გადაცემა შეასრულა. ''ვალანსიენთან'' გასვლით მატჩში 26 წლის ნახევარმცველი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 75-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ტექნიკურად ითამაშა, მარცხენა ფეხით ბურთი მიიღო და მარჯვენა ფეხით თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ამ გოლით ''გრენობლიმ'' ანგარიში შეამცირა, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:2.

 

20-გუნდიან ლიგა 2-ში ''გრენობლი'' 35 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 4 ქულით ჩამორჩება. ჯიღაურის გუნდი გასულ სეზონში რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობდა და მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში აღზევდა. ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. მაკედონიური ''ვარდარის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ''გრენობლის'' მაისურით ლიგა 2-ში მხოლოდ მეცხრე მატჩი ჩაატარა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: gff.ge, gf38.fr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები