ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "მესი ვარჯიშებს აღარ გამოტოვებს"

ერნესტო ვალვერდემ თავისი ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობაზე ისაუბრა და ქომაგებისთვის საკმაოდ სასიამოვნო კომენტარი გააკეთა.

"მესი თავს კარგად გრძნობს. ლეომ გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა. შემიძლია გითხრათ, რომ ის ვარჯიშებს აღარ გამოტოვებს, რადგან უკვე სრულად გამოჯნამრთელდა.

რაც შეეხება უმტიტის, მისი სიტუაცია განსხვავებულია. შესაძლოა ის მალე შემოგვიერთდეს, თუმცა ვერ გავრისკავ და ვერ გეტყვით, რომ იგი უახლოეს ორ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს.

სამუელი მოედანზე დიდი ხანია არ გასულა, ამიტომ ჩვენ მოცდა და დაკვირვება გვმართებს".

"ვალიადოლიდის" მწვრთნელმა კატალონიელებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტები გაამხიარულა. სერხიო გონსალესმა მესის მიუხედავად გამოჯანმრთელებისა მაინც დასვენებისკენ მოუწოდა და საამისოდ მათთან თამაშის ნაცვლად სავარძელში ჩაჯდომა ურჩია.

"იმედი მაქვს, რომ მესის ძალების აღდგენა კვლავ სჭირდება. თუ, მას დასვენება უნდა ვურჩევ, რომ საამისოდ სავარძელი კარგი რამ არის და დარწმუნებული ვარ მისი სავარძელი ძალიან კომფორტული იქნება.

თუ, დასვენება "ბარსელონას" სხვა მოთამაშეებსაც სურთ, ეს პრობლემა არ არის, ამას მივიღებთ".

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" "ვალიადოლიდთან" შეხვედრის შემდეგ 4 ურთულესი გასვლა ელოდება: "ლიონი", "სევილია" და ორჯერ ზედიზედ "რეალი".

ასევე იხილეთ - სერხიო რამოსი გამოიჭირეს?!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები