ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო
Aa
Aa

ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო

ბელგიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ''გენტი'' ''ვასლანდ-ბევერენს'' შეხვდება.''გენტის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გიორგი ჩაკვეტაძე მატჩს გამოტოვებს, ხოლო გიორგი ქვილითაიას 18-კაციან განაცხადში ვიხილავთ.

შეხვედრა 16 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმის გამო გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ გუნდში პირველად გასულ ტურში ''მუსკრონთან'' ითამაშა. თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და მოედანზე დარჩენილი დრო გაატარა.

რაც შეეხება 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს, ბელგიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მას გასული წლის მიწურულს მიღებულმა ტრავმამ თავი შეახსენა და ბელგიის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრა ''ბრიუგესთან'' გამოტოვა. მან ასევე გამოტოვოვა ''მუსკრონთან'' დაპირისპირება. ასე რომ მას ''გენტის'' ბოლო ორ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

''მუსკრონთან'' მატჩამდე იეს ტორუპმა მედიასთან საუბარში განაცხადა: ''ჩაკვეტაძეს გამოკვლევა რამდენჯერმე ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ''მუსკრონთან'' მატჩს გამოტოვებს, რადგან აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს და თამაშისთვის მზად არაა. ის უახლოეს პერიოდში დაგვიბრუნდება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები