აზარის თამამი განცხადება ზიდანზე. მას ამის თქმის არ მოერიდა!
Aa
Aa

აზარის თამამი განცხადება ზიდანზე. მას ამის თქმის არ მოერიდა!

ბოლო დროს, ესპანურ და ბრიტანულ პრესაში საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა შესაძლოა კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს. ამ თემას თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა, რომელმაც „სამეფო გუნდის“ თავკაცის, ზინედინ ზიდანის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ჩემი სურვილი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებთან ერთად მუშობაა. ზინედინ ზიდანს კი ასეთად ნამდვილად არ მივიჩნევ. მან მადრიდის „რეალი“ მხოლოდ იანვარში ჩაიბარა და დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს“ - განაცხადა ედენ აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად 4 იანვარს დაინიშნა. მისი მეთაურობით „სამეფო გუნდმა“ 6 მატჩი ჩაატარა და 16 ქულის მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები