ბერბატოვი: „მარკო ვერატი „მანჩესტერს“ დაამშვენებდა“
Aa
Aa

ბერბატოვი: „მარკო ვერატი „მანჩესტერს“ დაამშვენებდა“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში „პსჟ“-ს წარმატება დიდწილად მარკო ვერატის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. 26 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მოედნის ცენტრში დომინირებდა.

„მანჩესტერთან“ ნაჩვენები თამაშის გამო იტალიელი მოთამაშე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა შეაქო. ერთ-ერთი მათგანი „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი გახლდათ.

„მარკო ვერატიმ მოედნის ცენტრში საოცრად იასპარეზა. ძალიან მომწონს ის ასპექტი, რომ მუდამ შეტევაზე და წინ წასვლაზეა ორიენტირებული. თუ ეს ვერ მოახერხა, ბურთს ინარჩუნებს, თამაშის ტემპს აკონტროლებს და მოწინააღმდეგე გუნდს ადუნებს“.

„ვერატი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი ჩავის და ინიესტას მახსენებს“.

„მარკო „მანჩესტერს“ დაამშვენებდა. ვერატი ნემანია მატიჩს შავი სამუშაოს შესრულებაში დაეხმარებოდა და პარალელურად თამაშის ტემპს გააკონტროლებდა“.

„მანჩესტერი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას კი გეგმავს, მაგრამ რთული წარმოსადგენია ვერატის გადაბირება მოახერხოს. ამ უკანასკნელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და „პსჟ“-ს სამომავლო გეგმებში მისი გასხვისება ნამდვილად არ შედის.

ასევე იხილეთ - შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები