„ბატეს“ ფეხბურთელებმა „არსენალთან“ გამარჯვება „ბურგერ კინგში“ აღნიშნეს
Aa
Aa

„ბატეს“ ფეხბურთელებმა „არსენალთან“ გამარჯვება „ბურგერ კინგში“ აღნიშნეს

გუშინ ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე „ბატემ“ დიდი სენსაცია გამოაცხო. ბელარუსულმა გუნდმა საკუთარ პარკეტზე უნაი ემერის „არსენალი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

ალექსანდრ გლებმა და კომპანიამ შეხვედრის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნის ოდნავ უცნაურ გზას მიაგნეს. „ბატეს“ ფეხბურთელები „ბურგერ კინგს“ ესტუმრნენ და იქაური საკვები დააგემოვნეს.

ბელარუსულ გუნდს აქამდე ევროპული ტურნირების ეგიდით საპლეიოფო შეხვედრა არცერთხელ ჰქონდა მოგებული.

ბელარუსის პრემიერ ლიგა დეკემბერში დასრულდა. „ბატემ“ კი ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ მეთორმეტედ მოიპოვა. რაც შეეხება „არსენალს“, „მეთოფეები“ „ნისლიან ალბიონზე“ თითქმის ყველამ გააკრიტიკა.

უნაი ემერის გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ლონდონში შეეცდება, თუმცა საკუთარ მოედანზე ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

ასევე იხილეთ - "ყველაფერი წინ არის" - ბასილაშვილი 2019 წლის სეზონისთვის ემზადება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები