Aa
Aa

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

2019 წლის 15 თებერვალს, ფედერაციის დაფუძნების დღეს, სასტუმრო ''ჰუალინგში,'' რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს უკლებლივ ყველა დარეგისტრირებულმა დელეგატმა მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის უფლება 28 დელეგატს ჰქონდა და თითოეულმა კანდიდატმა ხმა კობიაშვილის სასარგებლოდ მისცა.

სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგ შემადგნელობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.

კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. ''შალკესა'' და ''ფრაიბურგის'' ყოფილი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შემდეგი 4 წელი უხელმძღვანელებს.

სფფ-ის ყრილობას ფიფასა და უეფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა იყო.

კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად პირველი ვადით 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს, როცა მისი კონკურენტები რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იყვნენ. დღეს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის მხოლოდ კობიაშვილი იბრძოდა და მას კონკურენტი არ ჰყოლია, რაც ცხადია ნეგატიური ფაქტია, საარჩევნო ყრილობამდე ნათელი იყო, რომ პრეზიდენტად კვლავ კობიაშვილს ვიხილავდით.

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

 მიხეილ ყაველაშვილი (პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე)

 

შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილი კიდევ ერთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს. ჩატარებული მატჩების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრია.

ფოტო: gff.ge, corrieredellosport.it

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები