ვალვერდემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

ვალვერდემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ერნესტო ვალვერდემ „ბარსელონასთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 1+1-ზე გახლავთ გათვლილი. ეს ინფორმაცია თავად კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა.

ვალვერდე „ბარსას“ დამრიგებელი 2019-20 წლების სეზონამდე იქნება და კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლება.

ერნესტომ „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტი 2017 წელს დაიკავა და ლუის ენრიკე ჩაანაცვლა. სადებიუტო სეზონში იგი „ლა ლიგის“ და „კოპა დელ რეის“ ტრიუმფატორი გახდა.

კატალონიელები წლევანდელ სეზონშიც კარგად გამოიყურებიან. 23 ტურის შემდეგ ვალვერდეს ბიჭები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებენ და უშუალო მდევარს 6 ქულით უსწრებენ. ამავდროულად „ბარსელონა“ ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის დასასაკუთრებლადაც იბრძვის.

წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად ვალვერდეს სატრანსფერო პოლიტიკის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ფილიპე კოუტინიომ, არტურო ვიდალმა და მალკომმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, თუმცა ერნესტოს ბიჭები მაინც ჩვეულ სტილში ასპარეზობენ.

ასევე იხილეთ - „მორდორი“ საფეხბურთო სტადიონზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები