Aa
Aa

"ნაპოლისა" და "ციურიხის" ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრას, რომელიც "ნაპოლისა" და "ციურიხს" შორის გაიმართა წინ შეტაკებები უძღოდა.

იტალიელი ჟურნალისტის, კარლო ალვინოს, თქმით შვეიცარიული კლუბის ქომაგები „ნაპოლის“ გულშემატკივრებს თავს დაეხსნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ყველაფერი სტადიონიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ალვინოს მიხედვით ადგილობრივ სამართალდამცავებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ.

მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში შეტაკების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. როგორც ირკვევა „ციურიხის“ რამდენიმე გულშემატკივარი ცეცხლსასროლი იარაღით გახლდათ შეიარაღებული და „ნაპოლის“ ქომაგებს პეტარდებიც დაუშინეს. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

 

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის „ნაპოლიმ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.  „ნაპოლის“ რიგებში თავი ინსინიემ, ზიელინსკიმ და კალეხონმა გამოიჩინეს. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ბენჟამინ კოლოლის ანგარიშზეა.

ასევე იხილეთ - "ფლამენგოს" ქომაგებმა დაღუპულ ფეხბურთელებს პატივი მიაგეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები