Aa
Aa

სარი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"

„მანჩესტერ სიტისთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ „ლონდონის ჩელსიმ“ რეაბილიტაცია ევროპა ლიგაზე მოახდინა და სტუმრად „მალმიოს“ სძლია. „არისტოკრატები“ უპირატესობას მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდნენ და როს ბარკლისა და ოლივიე ჟირუს გოლების წყალობით 2-1 იმარჯვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარი გუნდის გამოსვლა „ლურჯების“ დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ, შეაფასა და განაცხადა: „შედეგით კმაყოფილი ვარ, „ჩელსის“ თითოეული ფეხბურთელმა დამაჯერებლად იასპარეზა, რაც ბოლო შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით ადვილი ნამდვილად არ ყოფილა“.

„ჩვენი მეტოქე მომენტებს მხოლოდ სტანდარტულებიდან ქმნიდა, თუმცა დაცვაში შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ და გოლი მივიღეთ. 2-0-ზე მოწინააღმდეგის კარის აღება და ინტრიგის მოკვლა რამდენჯერმე შეგვეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები გავანიავეთ. მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ გაცილებით უკეთ უნდა ვიასპარეზოთ, თუმცა „მალმიოსთან“ მატჩში ცუდად არ გვითამაშია, პირიქით“.

ასევე იხილეთ - ლაშა ტალახაძის მადლობა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები