დიუსელდორფისთვის შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

დიუსელდორფისთვის შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის შემდეგ, დიუსელდორფის გრან სლემზე იასპარეზებს.

გერმანული ტურნირისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მცირე ცვლილებებია. თუკი პარიზში, 90 კგ წონით კატეგორიაში ნაკრებს წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდა, დიუსელდორფში ამ წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იჭიდავებენ.

დიუსელდორფის გრან სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

60კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი
73კგ- ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81კგ – გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი
90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
100+კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

დიუსელდორფის გრან სლემი 22-24 თებერვალს გაიმართება.

ცხელი ამბები