ნინო თიბილაშვილის მორიგი წარმატება
Aa
Aa

ნინო თიბილაშვილის მორიგი წარმატება

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ხმლით ფარიკაობაში ტიტული კვლავ ქართველმა სპორტსმენმა, ნინო თიბილაშვილმა, დაისაკუთრა.

ნინომ მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება დაისაკუთრა. მეოთხედფინალში მან ამერიკელ შელბი ჯენსენს 15-6 სძლია. ნახევარფინალში  ლამ კა მანის წინააღმდეგობა დაძლია და ეს უკანასკნელი ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 15-3, დაამარცხა.

ფინალში ქართველი გოგონა ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს გაეჯიბრა და 15-7 იმარჯვა.

თიბილაშვილი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში შანსს არავის უტოვებს. ნინომ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსს მესამე წელი ისაკუთრებს.

ცხელი ამბები