ვინ მიაჩნია ნეიმარს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად?
Aa
Aa

ვინ მიაჩნია ნეიმარს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად?

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა, კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

„ლუის ენრიკე ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ის საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია და ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ის მსოფლიოშიც ნომერ პირველია“ - განაცხადა ნეიმარმა.

როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ „ბარსელონა“ შარშანდელი სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და კლუბთან ერთად „ლა ლიგა“, „სამეფო თასი“, „ჩემპიონთა ლიგა“, „უეფას სუპერთასი“ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები