4-დან 12 მატჩამდე - ბეილს
Aa
Aa

4-დან 12 მატჩამდე - ბეილს "ატლეტიკოსთან" გოლის აღნიშვნა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს

ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდული დერბი შედგა, რომელიც „რეალის“ გამარჯვებით (3:1) დასრულდა.

შეხვედრაში ბოლო გოლის ავტორი გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც აღნიშვნის დროს ცოტა გადაამეტა, რისთვისაც უელსელს დასჯა ემუქრება.

ბეილმა გოლი უხამსი ჟესტით აღნიშნა, რაც ლა ლიგას არ გამორჩენია და მადრიდელთა 11 ნომრის ქმედებაზე გამოძიება დაიწყეს.

თუ კომიტეტმა უელსელის ქმედება შეურაცხმყოფელად და გამომწვევად მიიჩნია, ასეთ შემთხვევაში ბეილს რამდენიმე მტჩით დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბეილის გოლი და აღნიშვნა

 

მსგავს დანაშაულზე მოთამაშეებს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით სჯიან. ასევე არის 1-დან 3 მატჩამდეც და ერთ თვიანი დისკვალიფიკაციაც. მთავარია, რამდენად მძიმედ აღიქვამს ლა ლიგის კომიტეტი ფეხბურთელის ქმედებას. გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მადრიდულ დერბის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს „ატლეტიკომ“ უნდობლობა გამოუცხადა.

23 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში 45 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ - ტაქტიკური ანალიზი: სცენიდან მოშორებული ვარსკვლავები და სოლარის კონტრ-პრესინგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები