„რომას“ მთავარი მწვრთნელის მუქარა მადრიდის „რეალს“
Aa
Aa

„რომას“ მთავარი მწვრთნელის მუქარა მადრიდის „რეალს“

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, იტალიური „რომა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და საკუთარ გულშემატკივრებს „სამეფო გუნდთან“ ტოლსწორად თამაშს დაჰპირდა.

„ზედიზედ მოგებულმა მატჩებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ტოლსწორად თამაში და მათ შორის, მადრიდის „რეალთანაც“. გასაგებია, რომ ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იოლად არაფერს დავთმობთ და „სამეფო გუნდის“ ბარიერის დაძლევას ნებისმიერ ფასად ვეცდებით. დაცვაში ჩადგომას ნამდვილად არ ვაპირებთ, ფეხბურთს ვითამაშებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“ - განაცხადა სპალეტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები