ხეცურიანის მორიგი ტიტული
Aa
Aa

ხეცურიანის მორიგი ტიტული

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ ბ კატეგორიის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა. 1/4 ფინალში მან ტაილანდელი ჯანა სეისუნი დაამარცხა , ხოლო 1/2 ფინალში ჩინელ შუმეი ტანის სძლია.

საფინალო შეხვედრაში ირმა ხეცურიანის მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე ოლენა ფედოტა გახლდათ.

დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს 15:10 მოუგო.

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერაში  მე-14 მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ -  შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

ცხელი ამბები