Aa
Aa

ლუის ჰემილტონი ახალი სეზონისთვის ემზადება

ფორმულა ერთის 2019 წლის სეზონი სტარტს 15 მარტს, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში აიღებს. მოქმედი ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი, ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება. ბრიტანელი მრბოლელი შარშან 21-დან 11 გრან პრის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონის სტატუსი კარიერაში მეხუთედ დაიბევა.

ჰემილტონი სეზონს თავდაჯერებული ხვდება და დიდი მიზნები ამოძრავებს: „2018 წელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ვგრძნობ 2019 უკეთესი იქნება. მინდა გაცილებით მეტს მივაღწიო. შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ“.

„თავს რამდენიმე წლით ახალგაზრდად ვგრძნობ და ვფიქრობ სასურველი შედეგის დაფიქსირების დიდი შანსი მაქვს. ყოველი სეზონის წინ ჩემს გულში ცეცხლი გიზგიზებს და მზად ვარ ჩემპიონობის დასასაკუთრებლად ყველაფერი გავაკეთო“.

„მინდა ახალ დონეზე გადასასვლელად მაქსიმუმი გავიღო. თუ წინ ვერ მივდივარ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვერ ვსუნთქავ. მსურს ახალგაზრდების მისაბაძ მაგალითად ვიქცე და ოცნებებისკენ მიმავალი გზები ვუჩვენო“.

ასევე იხილეთ - შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

ცხელი ამბები