Aa
Aa

ანტეტოკოუნმპოს დომინაცია გრძელდება

“მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკლავი, იანის ანტეტოკოუნმპო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და NBA-ის გულშემატკივრების გაოცებას აგრძელებს. 24 წლის ბერძენმა მსუბუქმა ფორვარდმა თავი ამჯერად „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

ანტეტოკოუნმპომ აქტივში 33 ქულა, 19 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. იანისი 1976-77 წლების სეზონის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც მიჯრით სამ შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა, 15 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. ბერძენი მსუბუქი ფორვარდის გარდა ასეთი შედეგი კარიმ აბდულ-ჯაბარს და კარლ-ენტონი თაუნსს აქვთ დაფიქსირებული.

ანტეტოკოუნმპოს დამაჯერებელი ასპარეზობის წყალობით „მილუოკიმ“ „ინდიანას“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. „ხარირმებმა“ წარმატებას ბრწყინვალე დაცვის ხარჯზე მიაღწიეს და მეტოქეს 97 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 106-ს დასჯერდნენ.

იანისის გარდა 17 ქულით მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა. კრის მიდლტონმა 15 ქულა დააგროვა, ჯორჯ ჰილმა 12 ქულა ჩააგდო, ერსან ილიასოვამ კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

„მილუოკი“ ყველა ვარსკლავის უქმეებს აღმატებული განწყობით ხვდება და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას „ხარირმები“ 22 თებერვალს ჩაატარებენ და პრინციპულ მეტოქეს, „ბოსტონ სელტიქსს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები