საბერძნეთის შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

საბერძნეთის შემადგენლობა ცნობილია

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებს საქართველოსთან მატჩი 21 თებერვალს ჰერაკლიონში ელით.

აღსანიშნავია, რომ მომავალი მატჩისთვის, შემადგენლობაში 35 წლის ვეტერან იოანის ბურუსისს ისევ უხმეს, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 16.0 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.0 პასს აგროვებს. 

საბერძნეთის ნაკრების 14-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროეიდისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან და ესტონეთთან (24 თებერვალი) მატჩებისთვის მზადებას 15 თებერვლიდან იწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები