Aa
Aa

"ატლეტიკოს" შემტევ ანხელ კორეას და ნარკოდაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

არგენტინის ქალაქ როსარიოში ნარკოდაჯგუფება „ლოს მონოსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლეანდრო ოლივეირა და მასთან ერთად, მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევის, ანხელ კორეას და, ხულიეტა კორეა დააკავეს.

ნარკოტიკული საქმიანობის გარდა, აღნიშნულ დაჯგუფებას ტერორისტული აქტებისა და კრიმინალური გარჩევების მოწყობაც ბრალდება. გასულ წელს როსარიოში კრიმინალური გარჩევის შედეგად 198 ადამიანი გარდაიცვალა. ამ საქმის გამოძიება კი ჯერჯერობით პროცესშია და საბოლოო განაჩენი გამოტანილი არაა.

პოლიციის ვარაუდით, 20 წლის ხულიეტა კორეა „ლოს მონოსის“ ხელმძღვანელთა ერთ-ერთი დამხმარეა და იგი სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს. ფეხბურთელის და ნარკობიზნესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, პირველი შემთხვევა არაა, როცა ხულიეტას ნარკოდანაშაულში ამხელენ. მას ამ დრომდე იზოლატორში ყოფნა უწევს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ნარკობიზნესში ჩართული არაერთი არგენტინელი ავტორიტეტი დააკავეს და ამ კუთხით სამართალდამცავები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები