ზიდანი: „რეალი“ სტერლინგს თვალს ადევნებს
Aa
Aa

ზიდანი: „რეალი“ სტერლინგს თვალს ადევნებს

„რეალ მადრიდ კასტილიას“ დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ ლივერპულის შემტევის რაჰიმ სტერლინგის პროგრესს აკვირდება.

მედიაში სტერლინგის მომავალი განხილვის თემად მას შემდეგ იქცა, რაც ფეხბურთელმა ტელეკომპანია „ბიბისის“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტთან საუბარში ინგლისელმა განაცხადა, რომ მისთვის ფული პრიორიტეტი არ არის და სურს, რომ კარიერის მანძილზე რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს.

„მერსესაიდელი“ ქომაგები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, რადგან ინტერვიუმდე სტერლინგმა კლუბის განახლებულ კონტრაქტს უარით უპასუხა და კვირაში 150 000 გირვანქა ფუნტი მოითხოვა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაჰიმის შესაძლებლობები. რათქმაუნდა მის თამაშს თვალს ვადევნებთ. დღესდღეობით ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც „რეალის“ გაძლიერება შეუძლია. „სამეფო კლუბს“ ყოველთვის სურს, შეიძინოს პროგრესირებადი ახალგაზრდა ტალანტი. ჩვენ გარეთ ბეილს დააახლოებით 1 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ანალოგიურად იყო ისკოს და ვარანის შემთხვევაშიც.“ - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

 

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები