Aa
Aa

აიაქსი VS რეალი - მატჩის შემდეგ

დღის კიდევ ერთი შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა, სადაც მადრიდის „რეალმა“ „აიაქსი“ დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპისკენ შესამჩნევი ნაბიჯი გადადგა.

მადრიდელებმა ბენზემასა და ასენსიოს გოლებით იმარჯვეს, მასპინძელთაგან კი თავი ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა. მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარები გააკეთეს.

სოლარი: „ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ბევრი ვიშრომეთ და ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. განსაკუთრებით ასენსიოს თამაშს გამოვყოფდი. ის მოედანზე არაჩვეულებრივი იყო და კუთვნილი გოლიც გაიტანა. როდესაც მოედანზე შევიდა თამაში გამოაცოცხლა და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.“

ერიკ ტენ ჰაგი: „გავღიზიანდი როდესაც გოლის მომენტში მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ვფიქრობ იმ მომენტში თამაშის წესები არ დარღვეულა და ეს ოფიციალური გოლი იყო. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, უნდა აღვნიშნო რომ ეს შედეგი დიდი მიღწევაა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მსაჯთა ბრიგადა მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მოედანზე ვდომინირებდით და ბევრი მომენტიც შევქმენით, თუმცა ძალიან ცოტა გავიტანეთ.“

„რეალი“ და „აიაქსი“ განმეორებით მატჩს 5 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები