გუარდიოლას მანეს
Aa
Aa

გუარდიოლას მანეს "ბაიერნში" გადაყვანა სურდა?

ინგლისური "ლივერპულის" სენეგალელი ფორვარდი, სადიო მანე აცხადებს, რომ მისი კარიერის გერმანიაში გაგრძელების შანსი არსებობდა და ამის ინიციატორი თვით პეპ გუარდიოლა იყო.

მანე 2012-2014 წლებში ავსტრიული "ზალცბურგის" რიგებში წარმატებით თამაშობდა და არაერთი ევროპული გრანდი დააინტერესა, მათ შორის, მაშინ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გუარდიოლაც. 

"2014 წლის აინვარში, როცა "ზალცბურგის" რიგებში ვთამაშობდი, ამხანაგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნს" ვეთამაშეთ. მაშინ მიუნხენელებს პეპ გუარდიოლა წვრთნიდა, ჩვენ კი მისი გუნდი შესანიშნავი თამაშით გავაოცეთ.

ჩემმა მრჩეველმა, ბიორნ ბეცემერმა მოგვიანებით მითხრა, რომ "ბაიერნის" წარმომადგენლებმა მას ჩემს შესახებ ჰკითხეს. თუმცა, ვფიქრობ, ისინი მაშინ რეალურად დაინტერესებულები ნაკლებად იყვნენ". - განუცხადა Bild-ს მანემ.

სენეგალელი შემტევი იმავე 2014 წელს "ზალცბურგიდან" ინგლისური "საუთჰემპტონის" შემადგენლობაში 11.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, 2016 წელს კი უკვე "ლივერპულს" მიაშურა.

მანემ "ლივერის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო. მისი გუნდი პრემიერ ლიგაში ტიტულისთვის იბრძვის და მისი მთავარი კონკურნტი სწორედ გუარდიოლას "სიტია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები