მანჩესტერში მომხდარ ინციდენტებს უეფა გამოიძიებს
Aa
Aa

მანჩესტერში მომხდარ ინციდენტებს უეფა გამოიძიებს

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩს, რომელშიც "პსჟ"-მ სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტდი" დაამარცხა, უსიამოვნო ინციდენტებიც ახლდა. კერძოდ, თამაშის დასრულების შემდეგ ფრანგთა ფანებმა ფოიერვერკები მოაწყეს და "ოლდ ტრაფორდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კონკრეტული ობიექტები დააზიანეს.

როგორც ირკვევა, საქმე მხოლოდ ეს არაა, უეფამ გარკვეული დარღვევები ორივე გუნდის გულშემატკივრებისგან შენიშნა და ყველა მათგანს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. კიდევ ერთი დისციპლინის დარღვევა, რომელიც სახეზეა ისაა, რომ ფრანგთა გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სექტორთან 800-მდე სკამია დაზიანებული. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფაქტი პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია.

"ჩვენი გუნდის გულშემატკივრებმა გუშინ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს და საყვარელ კლუბს მხარში ედგნენ. საფეხბურთო გარემოს შექმნაში "პსჟ"-ს ფანებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს, თუმცა მათი ზოგი ქმედება საზღვრებს გადაცდა". - აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ინციდენტებს დეტალურად შეისწავლის, საბოლოო დასკვნა და სადამსჯელო ზომები კი 28 თებერვალს გამოცხადდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები