50 მილიონი და დიბალა!
Aa
Aa

50 მილიონი და დიბალა! "იუვენტუსი" სალაჰის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს არ წყევტს და სამომავლო გეგმებს ალაგებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბიანკონერი“ მუჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება.

ცნობილია, რომ „ლივერპული“ ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვს და „ბებერი ქალბატონი“ ფასის დასაწევად მოლაპარაკებებში პაულო დიბალას ჩართვას გეგმავს.

50 მილიონი და დიბალა - ასეთ წინადადებას ამზადებს „ბებერი ქალბატონი. „მერსისაიდელთა“ პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

თავად დიბალა გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ არის. არგენტინელს რონალდუს შეძენის შემდეგ გუნდში პოზიციები შეერყა და მისი როლი საგრძნობლად შემცირდა.

ცნობილი ის გახლავთ, რომ „წითლები“ დიბალას შეძენას გასულ ზაფხულს ცდილობდნენ, თუმცა ინტერესი იმდენად დიდი არ იყო და ინგლისელები ფინანსურადაც არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

ტურინელთა წინადადება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ამ ეტაპზე კლოპისა და თავად სალაჰის პოზიცია უცნობია.

მოლაპრაკებების მსვლელობისას ყველაფერი გამოჩნდება და გავიგებთ, შედგება თუ არა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარტერი.

ასევე იხილეთ - ემილიანო სალას ცხედარს არგენტინაში გადაასვენებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები