ეს დაუჯერებელია! უნიკალური მიღწევა და მბაპეს მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ეს დაუჯერებელია! უნიკალური მიღწევა და მბაპეს მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

კილიან მბაპემ თავის ახალგაზრულ საფეხბურთო კარიერაში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, რომელსაც კიდევ ერთი რეკორდი მოჰყვა.

20 წლის მბაპე, რომ მსოფლიო ფეხბურთის მომავალი დომინანტი ვარსკვლავი იქნება ამაში ეჭვი არავის ეპარება.

მბაპემ თავისი პირველი რეკორდი „მონაკოში“ ყოფნის დროს დაამყარა, როდესაც 16 წლისა და 347 დღისამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ამის შემდეგ დაიწყო რეკორდების მთელი კასკადი: ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც „მონაკოსა“ და „პსჟ“-ს მაისურით გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი, პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანა 20 წლის ასაკში შეძლო - არავის, არავის აქვს მსგავსი მიღწევები ასეთ ასაკში! არც რონალდუს, არც მესის, არც რაულს და არავის.

„ოლდ ტრაფორდზე“ გატანილი გოლის შემდეგ, 20 წლისა და 54 დღის მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 24 შეხვედრაში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც რეკორდი და უნიკალური შედეგი გახლავთ.

20 წლის ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული თავისი შედეგებით, უკვე გაუტოლდა ბრაზილიელი რონალდოს მთელი კარიერის მაჩვენებელს. „ფენომენს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ 14 გოლი აქვს გატანილი.

მბაპესთან ყველაზე ახლოს კარიმ ბენზემა იმყოფება, რომელმაც ზუსტად მის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მბაპემ 14 გოლიდან 10 მეტოქე გუნდის სტადიონებზე გაიტანა, რაც ასევე შთამბეჭდავი ფაქტი გახლავთ.

16 წლის კილიანმა „მონაკოში“ თამაშის დროს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ისეთ მეტოქეებს გაუტანა, როგორებიც „იუვენტუსი“, „სიტი“ და „დორტმუნდი“ არიან.

მბაპეს ციფრები გასაოცარია. საკლუბო რეკორდებთან ერთად კილიანი უკვე მსოფლიო ჩემპიონიც გახლავთ და ეს მხოლოდ მისი კარიერის დასაწყისია!

ვარსკვლავები -  ვის რამდენი გოლი ჰქონდა შეგდებული 20 წლის ასაკში და 24 შეხვედრის ჩატარების შემდეგ:

რონალდუ (121 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 2 გოლი 24 შეხვედრაში

მესი (107 გოლი): 2 გოლი 20 წლის ასაკში, 11 გოლი 24 შეხვედრაში

რაული (71 გოლი): 2 გოლი 20 წლის ასაკში, 10 გოლი 24 შეხვედრაში

ანრი (65 გოლი): 2 გოლი 20 წლის ასაკში, 11 გოლი 24 შეხვედრაში

აგუერო (64 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 4 გოლი 24 შეხვედრაში

ბენზემა (59 გოლი): 6 გოლი 20 წლის ასაკში, 10 გოლი 24 შეხვედრაში

კავანი (58 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 15 გოლი 24 შეხვედრაში

ვან ნისტელროი (56 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 18 გოლი 24 შეხვედრაში

ლევანდოვსკი (53 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 14 გოლი 24 შეხვედრაში

ნეიმარი (53 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 14 გოლი 24 შეხვედრაში

იბრაჰიმოვიჩი (45 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 6 გოლი 24 შეხვედრაში

შევჩენკო (48 გოლი): 1 გოლი 20 წლის ასაკში, 8 გოლი 24 შეხვედრაში

ინძაგი (46 გოლი): 0 გოლი 20 წლის ასაკში, 16 გოლი 24 შეხვედრაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები