დილიან უაითის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია?
Aa
Aa

დილიან უაითის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია?

დილიან უაითი მაღალი დონის მოკრივეა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, თუმცა ენტონი ჯოშუასთან მატჩრევანში არა და არ ეღირსა. ბრიტანელს თანამემამულესთან შერკინება დიდი ხანია სურს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

დილიანმა რამდენიმე კვირის წინ ჯოშუას წარმომადგენლებისგან წინადადება მიიღო, თუმცა ჰონორარი იმდენად მიზერული გახლდათ, რომ უარი განაცხადა. უაითს დეონტეი უაილდერთან ჩხუბის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტაისონ ფიურისთან მატჩრევანშის ჩატარებას გეგმავს.

უაილდერის და ჯოშუას წარმომადგენლებთან გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ საქმეში WBC ჩაერია და უაითის მომდევნო მეტოქე დაასახელა. WBC-ის „ბრძანებით“ დილიანი დომინიკ ბრაზილს გაეჯიბრება.

ბრაზილს 21 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული  და გამარჯვება 20-ში მოიპოვა. უაითის მსგავსად, იგიც ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა.

სოციალურ ქსელებში WBC-ის გადაწყვეტილებას ორივე მოკრივე გამოეხმაურა და როგორც ჩანს ორივე მათგანი კმაყოფილია.

ცხელი ამბები