სარის დღეები დათვლილია -
Aa
Aa

სარის დღეები დათვლილია - "ჩელსის" ზიდანი ჩაიბარებს?

ლონდონის „ჩელსიში“ მაურისიო სარის დღეები დათვლილია. „სიტისთან“ 0:6 განადგურების შემდეგ „არისტოკრატთა“ ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარ კანდიდატს უკვე მიაგნეს კიდეც.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „ლურჯების“ მთავარი სამიზნე ზინედინ ზიდანია, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია და შემოთავაზებების მთელი რიგი უდგას.

როგორც ცნობილია, ზიზუს სახელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია ჩაწყნარდა.

წყაროს ცნობით, „სიტისთან“ განადგურების შემდეგ სარის კლუბში მომხრეები საერთოდ აღარ დარჩა და მისი წასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს სარის თანაშემწე ჯანფრანკო ძოლა ჩაიბარებდა, თუმცა „ჩელსის“ ახალი გეგმა აქვს, რომელიც ერთი გასროლით „ორ კურდღელს მოკლავს“.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის დატოვება ედენ აზარს სურს, რომელსაც კარიერის „რეალში“ გაგრძელება უნდა, თუმცა მის სურვილს ასევე ზინედინ ზიდანთან მუშაობაც წარმოადგენს.

"ყველამ იცის, რომ მე მას ვაფასებ როგორც ფეხბურთელსაც და როგორც მწვრთნელსაც. ის ჩემი კუმირი იყო.

"მე არ ვიცი თუ როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა, მაგრამ ჩემი ოცნება ზიდანთან მუშაობაა“.

თუ, „ჩელსი“ მთავარ მწვრთნელად ზიდანს დანიშნავს, ლონდონელები ამით გუნდის ლიდერსაც შეინარჩუნებენ.

„არისტოკრატებს“ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რადგან ზიზუს გადაბირებით „წითელი ეშმაკები“ და „ბებერი ქალბატონიც“ ინტერესდებიან, თუმცა მათგან განსხვავებით, „ჩელსისთვის“ ზიდანის კანდიდატურა ერთადერთი და ნომერ პირველია, რაც ლონდონურ კლუბს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

მოლაპრაკებების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჯერჯერობით თავად ზიდანის პოზიცია უცნობია.

ასევე იხილეთ - "კრიშტიანუ მადრიდის მეფე იყო" - ზეედორფის ვრცელი ინტერვიუ Marca-სთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები