Aa
Aa

დირკ ნოვიცკი განსაკუთრებული შეხვედრისთვის ემზადება

18 თებერვალს, თბილისის დროით 05:00-ზე ყველა ვარსკლავის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტეკოუნმპოს გუნდები გაეჯიბრებიან. ამერიკული გამოცემების ინფორმაციით ეს შერკინება „დალას მავერიქსის“ მოთამაშისთვის, დირკ ნოვიცკისთვის, განსაკუთრებული იქნება.

ESPN-ის ცნობით გერმანელი მძიმე ფორვარდი NBA-ის ისტორიაში 40 წელს გადაცილებული მეორე კალათბურთელი იქნება, ვინც მონაწილეობას „ოლ სტარის“ მატჩში მიიღებს. პირველად ასეთი რამ ლეგენდარულმა კარიმ აბდულ-ჯაბარმა გააკეთა.

ნოვიცკი და დუეინ უეიდი ყველა ვარსკლავის უქმეებზე NBA-ის კომისარმა, ადამ სილვერმა, საპატიო სტატუსით მიიწვია. „დალასის“ კალათბურთელი ანტეტეკოუნმპოს გუნდის ღირსებას დაიცავს, უეიდი კი საუკეთესო მეგობრის, ლებრონ ჯეიმსის, მხარდამხარ იასპარეზებს.

დირკისთვის „ოლ სტარის“ მატჩი კარიერაში მეთოთხმეტე იქნება. გერმანელი მონაწილეობას სამქულიანების კონკურსშიც მიიღებს და საუკეთესო სნაიპერის ჯილდოს დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები