Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ფილადელფია - ბოსტონი 112 – 109

„ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგობის დაძლევა ძალიან უჭირს და ეს უკანასკნელ შეხვედრაშიც მშვენივრად გამოჩნდა. ბრედ სტივენსის გუნდმა „ფილა“ სტუმრად დაამარცხა და თანაც ისე, რომ ერთ-ერთი ლიდერის, კაირი ირვინგის გარეშე ასპარეზობდა.

„კელტების“ წარმატებაში უდიდესი წვლილი გორდონ ჰეივარდმა შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 26 ქულით დაასრულა და 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. ჰორფორდმა თავი 23 ქულას მოუყარა, ჯეისონ ტეიტუმი კი 20 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა.

„ფილადელფიას“ მხრიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა 22 ტყორცნიდან მხოლოდ 9 გამოიყენა და აქტივში 23 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა. ჯიმი ბატლერი 22 ქულას დასჯერდა, ჯეი ჯეი რედიკმა კი 16 ქულა დააგროვა.

გოლდენ სტეიტი - იუტა 115 – 108

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“, წარმატებულ სვლას განაგრძობს. „მეომრებმა“ ამჯერად საკუთარ ნახევარზე „იუტას“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„უორიორსს“ 28 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფ კარიმ თავი 24 ქულას მოუყარა. კლეი ტომპსონი 22 ქულას დასჯერდა. დემარკუს კაზინსმა კი გუნდს 12 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.

„იუტას“ რიგებში საუკეთესო 25 ქულით დონოვან მიჩელი გახლდათ, თუმცა „ჯაზმენების“ ვარსკლავმა 29-დან მხოლოდ 10 სროლა გამოიყენა. რიკი რუბიომ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა, დერიკ ფეივორსი და რუდი გობერი 13-13 ქულას დასჯერდნენ.

სხვა მატჩების შედეგები

ატლანტა - ლეიკერსი 117 – 113

ნიუ ორლეანი - ორლანდო 88 – 118

მემფისი - სან ანტონიო 107 - 108

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები