გორდონ ბენქსი - ლეგენდარული ინგლისელი გოლკიპერი

სიახლე 12.02.2019
A+ A- 17:22

რამდენიმე საათის წინ, 81 წლის ასაკში, ლეგენდარული გოლკიპერი, გორდონ ბენქსი, გარდაიცვალა...

მან ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. გორდონი მუნდიალის ტრიუმფატორია და იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც პელე გააოცეს..

ბენქსი შესაშური სტაბილურობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებით დამაჯერებელი გადამწყვეტ შეხვედრებში გახლდათ. გორდონი ფიფას ეგიდით საუკეთესო მეკარედ ზედიზედ ექვსჯერ დაასახელეს. მან „ლესტერთან“ და „სტოკთან“ ერთად ლიგის თასი მოიგო. 1966 წელს საშინაო კედლებში სანუკვარი თასი ასწია, ოთხი წლის შემდეგ კი მსოფლიო შოკში ჩააგდო და „საუკუნის სეივი“ განახორციელა. თან ვის წინააღმდეგ?! ბენქსმა „ფეხბურთის მეფის“, პელეს დარტყმა მოიგერია...

1972 წელს იგი ავტოავარიაში მოყვა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მიუხედავად ამისა საყვარელ საქმიანობაზე უარი არ უთქვამს და 1977 წელს, ჯორჯ ბესტთან და პელესთან ერთად, „ფორტ ლაუდერდეილ სთრაიქერსის“ ღირსებას იცავდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

პირველი ნაბიჯები

ფეხბურთში ბენქსის პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული გამოდგა. ლეგენდარული ინგლისელი “Sheffield Schoolboys”-ის რიგებში ასპარეზობდა, თუმცა გაუშვეს და თავის გადასარჩენად იძულებული გახდა ქვანახშირით მოვაჭრე ადამიანებთან ემუშავა. გორდონი კედლებს აშენებდა...

15 წლის ბენქსს შანსი „ჩესტერფილდმა“ მისცა. 1958-ში ძირითად გუნდში გორდონის დებიუტი ინგლისის რიგით მესამე დივიზიონში, „კოლჩესტერ იუნაიტედის“, წინააღმდეგ შედგა. „ჩესტერფილდმა“ სულ მალე იგი „ლესტერს“ მიჰყიდა...

„უემბლის“ სტადიონთან გორდონს თავდაპირველად ცუდი მოგონებები აკავშირებდა. 1961 და 1963 წელს „მელიებმა“ ასოციაციის თასის ფინალი ჯერ „ტოტენჰემთან“, შემდეგ კი „მანჩესტერთან“ წააგეს, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა...

ბენქსმა კარიერაში პირველი ტიტული 1964 წელს, სწორედ "უემბლიზე", დაისაკუთრა. „ლესტერმა“ „სტოკს“ სძლია და ლიგის თასი დაიბევა.

კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი

1966 წლის მუნდიალი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა ალფ რემზის ბენქსი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი რომ დაესაჯა... რატომ?! მათ ტურნირის დაწყებამდე დაწესებული განრიგი დაარღვიეს.

„სამი ლომის“ ქომაგთა საბედნიეროდ მსგავსი რამ არ მომხდარა. ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი პრობლემების გარეშე გადალახა, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია. მეოთხედფინალში რემზის ბიჭებმა „არგენტინა“ დაამარცხეს. „ალბისელესტესთან“ გამარჯვებას პორტუგალიასთან მოპოვებული წარმატება მოჰყვა. ბენქსმა 1966 წლის მუნდიალზე პირველი გოლი სწორედ ნახევარფინალში გაუშვა. მისი კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლეგენდარულმა ეუსებიომ აიღო.

„სამი ლომი“ ფინალში გავიდა და დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. ტოფიკ ბახრამოვის უცნაური გადაწყვეტილება ალბათ ყველას კარგად გახსოვთ... ინგლისმა გადამწყვეტ შეხვედრაში 4-2 იმარჯვა.

ბენქსი: “დაჯილდოების შემდეგ კიბეებზე, რომ ჩამოვდიოდი განვლილ გზას ვიხსენებდი. ეიფორიაში ვიყავი და სირთულეები, რომლებიც მუდამ თან მახლდნენ, უეცრად გაქრნენ“.

კიდევ ერთი ტრიუმფი „უემბლიზე“

პიტერ შილტონთან არსებული კონკურენციის გამო ბენქსი 1967 წელს „სტოკში“ გაუშვეს. ხუთი წლის შემდეგ მისმა ახალმა გუნდმა „უემბლიზე“ „ჩელსი“ დაამარცხა და ლიგის თასის ტრიუმფატორი გახდა.

ბენქსი: „ასოციაციის თასის და ლიგის თასის ფინალებში ორ-ორჯერ ვიასპარეზე, მაგრამ ჩემთვის ეს საუკეთესო მომენტი გახლდათ. არა იმიტომ, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, არამედ იმ გუნდის რიგებში მოვიპოვე ტიტული, რომელიც ფეხბურთს 100 წლის განმავლობაში თამაშობდა და არაფერი ჰქონდა მოგებული“.

„წარმატების თანაგუნდელებთან ერთად აღნიშვნა და მაყურებლების ყვირილის მოსმენა საოცარი შეგრძნება იყო. ქალაქში როცა დავბრუნდით „სტოკის“ 100000 ქომაგი შეგვეგება. ფანტასტიკური მომენტი გახლდათ. ვფიქრობ ქალაქის ქუჩებში ამდენი გულშემატკივარი არასდროს გამოსულა. „სტოკს“ პატივს ყოველთვის ვცემდი და ქომაგები ამის გამო მუდამ მაფასებდნენ“.

„საუკუნის სეივი“

1970 წლის მუნდიალზე დასავლეთ გერმანიამ რევანში აიღო და "სამი ლომი" დაამარცხა. ბენქსმა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა და გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მისმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა. გორდონი შეხვედრას სასტუმროში უყურებდა და ტრანსლაცია 1 საათით დაგვიანებით მოდიოდა.

ერთი კვირით ადრე ბენქსმა საფეხბურთო სამყარო გააოცა!

ბენქსი: „ჩაწოდების მომენტში ვიცოდი, რომ პელესთვის ყურადღება უნდა მიმექცია. წარმოდგენა არ მქონდა ბურთი სად იყო. ბრაზილიელმა თავური დარტყმა განახორციელა. საბედნიეროდ მისი თავის მოძრაობა დავაფიქსირე და რაც მჭირდებოდა ყველაფერი გავიგე“.

„როცა ფეხზე წამოვდექი ჩემთან პელე მოვიდა, ზურგზე ხელი მეგობრულად დამარტყა და მითხრა: „მეგონა გოლი იყო“. მე კი ვუპასუხე: „მეც ეგრე მეგონა“...

მშვიდად განისვენე გორდონ!

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო ...

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“. ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვ...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები