Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ჰიუსტონი - დალასი 120 – 104

გამთენიისას ყველაზე პრინციპული შეხვედრა „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც მაყურებელმა ტეხასური დერბი იხილა. ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და მაიკ დენტონის გუნდმა გაცემული ავანსები გაამართლა.

„როქეთსს“ ტრადიციულად ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც აქტივში 31 ქულა ჩაიწერა. ერიკ გორდონი 18 ქულას დასჯერდა, კრის პოლი 17 ქულითა და 11 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა, კენეთ ფარიდმა კი 17 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

„დალასის“ მხრიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. სლოვენიელმა ფორვარდმა 21 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა მატჩი 10 ქულით დაასრულა, ჯეილენ ბრუნსონმა კი 13 ქულა დააგროვა.

ოკლაჰომა - პორტლენდი 120 – 111

რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომამ“ საკუთარ მოედანზე „პორტლენდი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „თანდერის“ გამთამაშებელმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხა, სამმაგი დუბლი გაიფორმა და უილტ ჩემბერლენის რეკორდი დაამხო.

უესტბრუკის სამმაგი დუბლი პოლ ჯორჯის ბრწყინვალე ასპარეზობამ გადაფარა. ამ უკანასკნელმა აქტივში 47 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. რაც შეეხება რასელს, მან გუნდს 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 ასისტი შესძინა.

„პორტლენდის“ მხრიდან 31 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. ალ ფარუქ ამინუმ აქტივში 13 ქულა ჩაიწერა. ჯეიკ ლეიმენი კი 17 ქულას დასჯერდა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - ნიუ იორკი 107 - 104

დეტროიტი - ვაშინგტონი 121 - 112

ინდიანა - შარლოტი 99 - 90

ტორონტო - ბრუკლინი 127 - 125

ჩიკაგო - მილუოკი 99 - 112

მინესოტა - კლიპერსი 130 - 120

დენვერი - მაიამი 103 - 87

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები