ოფიციალურად: 4 წლიანი კონტრაქტი და კვირაში 400 ათასი - რემზი ტურინელია
Aa
Aa

ოფიციალურად: 4 წლიანი კონტრაქტი და კვირაში 400 ათასი - რემზი ტურინელია

Sky Sports-ის ინფორმაციით, აარონ რემზიმ ტურინის "იუვენტუსთან" 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ყოველკვირეულად 400 ათას ფუნტს მიიღებს.

28 წლის უელსელი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონს" ყველა დეტალზე შეუთანხმდა და სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სერია ა-ში გადაბარგდება.

ბოლო კვირების განმავლობაში რემზი "არსენალთან" მოლაპრაკებებს აწარმოებდა, თუმცა მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც უნაი ემერიმ განაცხადა, ის თავის გუნდში ისეთი მოთამაშის გაჩერებას არ აპირებს, რომელსაც წასვლა სურს.

უელსელი ფეხბურთელი "მეთოფეებისგან" ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდა, თუმცა მან ეს ვერ მიიღო. როგორც ცნობილია, "არსენალმა" ბოლო 6 თვეში ხელშეკრულება ობამეიანგს, ლენოს, ტორეირას, სოკრატისს, დენის სუარესსა და მესუთ იოზილს გაუფორმა. ამ უკანასკნელმა გაუმჯობესებული პირობებიც მიიღო - კვირაში 350 ათასი ფუნტი.

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" მოთამაშეების უფასოდ შეძენაში ძალიან გამოცდილი და ამ საქმეში საუკეთესოა. ბოლო წლებში "ბებერმა ქალბატონმა" სრულიად უფასოდ შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: დანი ალვეში, ემრე ჯანი, ანდრეა პირლო და პოლ პოგბა.

აქვე გეტყვით, რომ აარონ რემზი "იუვენტუსის" ისტორიაში იან რაშისა და ჯონ ჩარლზის შემდეგ მე-3 უელსელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ტურინელთა მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები