Aa
Aa

"ეს ნორმალური არ არის" - მარსელომ "იუვენტუსის" ინტერესზე და რონალდუს წასვლაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მარსელომ, მის ირგვლივ არსებულ გაუგებრობაზე ისაუბრა და "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე თავადაც მსურს ვიცოდე თუ საიდან მოდის ეს ხმები, რადგან ეს ნორმალური არ არის. სასაცილოა... ისინი (პრესა) აკეთებენ ფოტოს, რომელშიც მე "იუვენტუსის" მაისურით ვარ.

"იუვენტუსი" პაველ ნედვედის დროიდან დიდებული გუნდია. ერთხელ მის წინააღმდეგ ვითამაშე და მაისურიც გავუცვალე. ეს შესანიშნავი იყო, თუმცა მე "რეალიდან" ვარ და ამ დიდებულ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს.

ასე, რომ წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოდის ეს ხმები. მე პატიოსანი ადამიანი ვარ და ამის შესახებ ბევრმა არ იცის.

რაიმე კონტაქტი, რომ ყოფილიყო ამის შესახებ აუცილებლად გეტყოდით".

30 წლის მარსელომ რონალდუს გუნდიდან წასვლაზეც ისაუბრა.

"ჩვენ უეფას სუპერ თასის ფინალისთვის ვემზადებოდით, ამ დროს ის მოვიდა და მითხრა, რომ გუნდიდან მიდის".

შეგახსენებთ, რომ ევროპული პრესა მარსელოსა და "იუვენტუსის" შესახებ მას შემდეგ წერს, რაც რონალდუმ მადრიდი დატოვა.

მიმდინარე სეზონში გუნდში სოლარის მოსვლის შემდეგ მარსელომ ძირითადში ადგილი დაკარგა და მის ნაცვლად არგენტინელი სპეციალისტი ახალგაზრდა რეგულონს ათამაშებს, რაც კითხვის ნიშნების რაოდენობას ორმაგად ზრდის.

ასევე იხილეთ - რაფაელ დოს ანჟოსი: „მაკგრეგორი ნურმაგომედოვს ვერასდროს დაამარცხებს“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები