SPORT:
Aa
Aa

SPORT: "აინტრახტთან" შეთანხმება მიღწეულია - იოვიჩი "ბარსელონაში" ითამაშებს

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ შეთანხმებას მიაღწია და 22 წლის სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი ახალი სეზონიდან „კამპ ნოუზე“ ითამაშებს.

ესპანური გამოცემა მთავარ წყაროდ გერმანულ ვებ გვერდ Frankfurter Allgemeine-ს ასახელებს, რომლის ცნობითაც შეთანხმება კლუბებს შორის უკვე შედგა, თუმცა თავად ფეხბურთელის პოზიცია ჯერ უცნობია.

გამოცემა წერს, რომ „ბარსელონამ“ სხვა გრანდებს აჯობა და იოვიჩი ხელში ჩაიგდო.

21 წლის იოვიჩი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში 14 გოლით პირველ ადგილზე იმყოფება და რობერტ ლევანდოვსკის ერთი ბურთით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ სერბს არცერთი პენალტი არ აქვს შესრულებული.

იოვიჩი ამპლუით ცენტრფორვარდია, თუმცა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. სერბის სიმაღლე 181 სმ. გახლავთ და ის ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს.

ტრანსფერმარკეტზე ლუკა იოვიჩი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. როგორც ცნობილია, სერბი "ბენფიკას" საკუთრებაა, თუმცა "აინტრახტი" ზაფხულში მას სრულად გამოისყიდის და როგორც ჩანს "ბარსელონაში" გაუშვებს.

ახალგაზრდა სერბის შეძენის სურვილს მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალიც“ გამოთქვამენ, თუმცა როგორც წყარო წერს, რბოლა კატალონიელებმა მოიგეს და „აინტრახტთან“ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მოლაპარაკებები ზაფხულში დასრულდება და მხარეები ფასზეც საბოლოოდ შეთანხმდებიან, თუმცა შესაძლოა ყველაფრი გაცილებით ადრეც დაზუსტდეს.

როგორც ჩანს, „ბლაუგრანამ“ ლუის სუარესის შემცვლელი უკვე შეარჩია...

ლუკა იოვიჩის რეპოკერი (5 გოლი) დიუსელდორფის კარში

 

ასევე იხილეთ - აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები