Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ფილადელფია - ლეიკერსი 143 – 120

ტობაიას ჰერისის ტრეიდის შემდეგ „ფილადელფია“ ერთიორად გაძლიერდა, რაც ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსის“ წინააღმდეგაც დამტკიცდა. „სევენთი სიქსერსმა“ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 23 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

„ფილას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჯოელ ემბიდმა შეიტანა. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 37 ქულით დაასრულა და 14 მოხსნა გაიფორმა. „სიქსერსის“ ახალწვეულმა, ტობაიას ჰერისმა, თავი 22 ქულას მოუყარა, ჯეი ჯეი რედიკი კი 21 ქულით გამოირჩა.

„ლეიკერსს“ 39 ქულით კაილ კუზმამ ულიდერა. ჯაველ მაკგიმ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა, 21 ქულა, 13 მოხსნა. რაც შეეხება „მეფე“ ლებრონს, მან თავი 18 ქულას, 10 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

დალასი - პორტლენდი 102 – 101

ლუკა დონჩიჩი ნელ-ნელა სუპერვარსკლავად ყალიბდება. სლოვენიელი ფორვარდი ბრწყინვალედ ასპარეზობს და გამონაკლისი არც „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი ყოფილა.

„ტრეილ ბლეიზერსი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და გადამწყვეტ მეოთხედს 14 ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა. ლილარდის გუნდმა უკანასკნელ თორმეტწუთულში თავი მხოლოდ 9 ქულას მოუყარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

„მავერიქსს“ 28 ქულით ხსენებულმა დონჩიჩმა ულიდერა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა გუნდს 24 ქულა შესძინა. დუაით პაუელი კი 13 ქულას დასჯერდა.

„პორტლენდის“ რიგებში 30 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. იუსუფ ნურკიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 18 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო სი ჯეი მაკკოლუმმა 16 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

საკრამენტო - ფინიქსი 117 – 104

ატლანტა - ორლანდო 108 – 124

გოლდენ სტეიტი - მაიამი 120 – 118

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები