პოჩეტინო: ახლა ოცნების უფლებაც გვაქვს
Aa
Aa

პოჩეტინო: ახლა ოცნების უფლებაც გვაქვს

გუშინდელი ბრწყინვალე გამაარჯვების შემდეგ, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონობა შეუძლია.

„საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ და ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანა იდგა. მოხარული ვარ ჩემი მოთამაშეების გამო. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და აღებული ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი ფანები. ისინი ფანტასტიკურები იყვნენ და მთელი სეზონია ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. მათ აქვთ ოცნების უფლება“ – განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ტოტენჰემმა“ სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება მოახერხა და ამჟამად ლიდერ „ლესტერს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები