არაბიძის უმძიმესი მარცხი ლისაბონში
Aa
Aa

არაბიძის უმძიმესი მარცხი ლისაბონში

პორტუგალიის ელიტარული საფეხბურთო ლიგის 21-ე ტურში ლისაბონის ''ბენფიკამ'' შინ ''ნასიონალი'' 10:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში გიორგი არაბიძე თადარიგში იყო, თუმცა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. რაც შეეხება ''ნასიონალის'' ახალწვეულ ავთო ებრალიძეს, მას ტრავმა აწუხებს და სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეებში განაახლებს.

''ბენფიკას'' მხრიდან გოლები სეფეროვიჩის (2), ხონასის (2), გრიმალდოს, ჟოაო ფელიქსის, პიცის, ფეროს, რუბენ დიასისა და რაფა სილვას ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები