მსაჯების თვითნებობაა? რატომ არ იყენებენ ვიდეო რეფერის ბოლომდე?

სიახლე 10.02.2019
A+ A- 19:08

ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდული დერბი შედგა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკომ" "რეალს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მსვლელობისას მთავარ არბიტრს ვიდეო რეფერის გამოყენება რამდენჯერმზე დასჭირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საკამათო ეპიზოდებით დახუნძლული გახლდათ.

ყველაფრის დასრულების შემდეგ, "ატლეტიკომ" თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნა 3 ფოტო, სადაც საკამათო ეპიზოდები იყო აღბეჭდილი.

"როხიბლანკო" თვლის, რომ მსაჯის გადაწყვეტილებამ შეხვედრის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

ვინისიუსის წაქცევა და საკამათო პენალტი, თამაშგარის გამო მორატას მიერ გატანილი გაუქმებული გოლი და მორატას წინააღმდეგ კაზემიროს უხეში თამაში საჯარიმოში - სიმეონეს გუნდს ეს სამი მომენტი აეჭვებს.

მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველი საკამათო ეპიზოდი იყო ხიმენესის უხეში ვარდნა ვინისიუსზე და პენალტი.

1 - ფოტოზე ჩანს, რომ როცა ხიმენესი ბრაზილიელის წასაქცევად წავიდა ვინისიუსი საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა და ვარდნაც სწორედ იქ დაიწყო. საბოლოოდ "რეალის" ფორვარდი საჯარიმოში დაეცა და პენალტი დაინიშნა.

რატომ არ იყო პენალტი? 1) ხიმენესი ვინისიუსს საჯარიმოს გარეთ შეეხო. 2) ვინისიუსმა დაცემა საჯარიმოს გარეთ დაიწყო.


 

ამ ტიპის პენალტები ისტორიაში ბევრი გვინახავს, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ლუიზაოს წაქცევა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც ნამდვილად არ იყო პენალტი. იმ ეპიზოდში ბრაზილიელმა თავი საჯარიმომდე მიიტანა და შემდეგ დაეცა.


 

ვინისიუსს ამდენი არ უწვალია, თუმცა ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ დარღვევა ჯერ საჯარიმოს გარეთ მოხდა და ამის შემდეგ გაგრძელდა ხაზს შიგნით.

2 - მეორე ეპიზოდი ყველაზე საკამათო გახლავთ. პასის მომენტში აშკარად ჩანს, რომ მორატა რამოსზე წინ არ იმყოფებოდა და "ატლეტიკოს" წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. ამ მომენტში ანგარიში 2:2 ხდებოდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში VAR-ის სისტემა სრულად არ გამოუყენებიათ და ვიდეო რეფერის შავი ხაზი არ გაუვლია.

მაყურებელს ეს ეპიზოდი სრულად და მისაღები რაკურსით არ ანახეს, რამაც საბოლოოდ ამდენი დავა გამოიწვია.

ეს ყველაფერი თავად "ატლეტიკომ" გააკეთა და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

3 - მესამე ეპიზოდი გახლავთ კაზემიროს უხეშობა მორატას წინააღმდეგ. დიახ, აქ წესების დარღვევა იყო, თუმცა არ დაფიქსირდა, რადგანაც წამით ადრე წესები თავად "ატლეტიკომ" დაარღვია.

ბეილს საჰაერო ორთაბრძოლის დროს ეუხეშნენ, რის შემდეგაც ბურთი მორატასთან მივიდა და ყველაფერი ამის შემდეგ მოხდა.

ამ შემთხვევაში მსაჯი სწორი იყო.


 

ობიექტურობა მოითხოვს, რომ ვახსენოთ გრიზმანის გოლიც, რომელიც სავსებით შესაძლებელი იყო მსაჯს არ ჩაეთვალა.

გრიზმანმა ყველაფერი წესების დაცვით გააკეთა, თუმცა რამდენიმე წამით ადრე "ატლეტიკომ" ბურთი წესების დარღვევის შედეგად მოიპოვა და საგოლე შეტევაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

კორეა ვინისიუსს აქცევს და საგოლე შეტევა ამის შემდეგ იწყება.


 

გოლი VAR-მა გადაამოწმა, თუმცა მხოლოდ პასისა და გრიზმანის დარტყმის მომენტი და არა სრული შეტევა.

ეპიზოდის სრულად ნახვის შედეგად გოლი უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მსაჯს, რომ გოლი გაეუქმებინა არავინ იცის, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და საერთოდ მივიღებდით, თუ არა ზემოთხსენებულ ამდენ საკამათო მომენტს.

ამ მომენტში მსაჯი აშკარად შეცდა და ყველაფერიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში მსაჯებმა "რეალის" წინააღმდეგ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და ბევრის გასაკვირად ამას VAR-მა ვერ უშველა.

აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ერთი უზუსტობა შემდგომში ვითარებას რევს და შეცდომებს ამრავლებს.

ისმის კითხვა - რა დროს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული ვიდეო რეფერი? ვხედავთ, რომ ესპანეთში უკვე ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მინდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გავიხსენოთ, რომელიც რუსეთის მუნდიალის ფინალში საფრანგეთისა და ხორვატიის მატჩის დროს მოხდა.

პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0:0 იყო და შეხვედრას ხორვატები აკონტროლებდნენ, ერთ-ერთი შეტევის დროს ანტუან გრიზმანი საჯარიმოსთან ახლოს დაეცა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, რომლის შედეგადაც გოლი გავიდა.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ გრიზმანმა სიმულაციას მიმართა და სანამ მას შეეხებოდნენ ვარდნა უკვე დაწყებული ჰქონდა.


 

ვიდეო რეფერის გამოყენების შემთხვევაში აქ ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო და არავინ იცის შემდეგ როგორ დასრულდებოდა ფინალური მატჩი.

მთავარი არბიტრი VAR-ს იმ მომენტში იყენებს, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ, რაც არასწორია. ფაქტები მეტყველებენ, რომ ასეთი მიდგომა შეცდომებს იწვევს, მცდარი გადაწყვეტილებები კი ამ ერთი შეხედვით პროგრესულ ტექნოლოგიას უსარგებლოს ხდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პრობლემა დროებითია და ხარვეზი გამოსწორდება, რის შედეგადაც შეხვედრების დასრულების შემდეგ კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.

ჰოლანდიური სტილი მუდამ გამორჩეული იყო. 4-3-3 სათამაშო სქემა და შემტევი ფეხბურთი! სტაჟიან გულშემატკივარს  "ნარინჯისფრების" ჯადოქრობა და შეუდა...

"ფეხბურთის თამაში ძალიან მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია“, - ეს სიტყვები ლეგენდარულ იოჰან კრუიფს ეკუთვნის და მას „აიაქს...

16 აპრილს ევროლიგის გადამწყვეტი ეტაპი აიღებს სტარტს. პლეიოფის პირველ რაუნდში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ურთულესი წინააღმდეგობის დაძლევა...

ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დათხოვნის დროს ბევრი სისულელე თქვა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი სულ სხვაგვარად იქცევა და მსჯელო...

ფეხბურთში და ზოგადად ცხოვრებაში იღბალი უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ...ფეხბურთის მდიდარ ისტორიაში ბევრი მომენტი გვინახავს, როდესაც ერთს გაუმართლა, მეორ...

ფეხბურთის ისტორიაში აკადემიის გუნდი ესეთი ძლიერი არასდროს არ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საბავშო გუნდის კარში ერთი , ორი , სამი გოლი გადის, მაში...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო - 2 მატჩი, 0 ქულა, 0 გოლი და თამაშის ხარისხი, რ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო და "დინამო არენაზე" შვეიცარიასთან ლოგიკური მარცხი იწვნია. მეტოქე ჩვე...

ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხი განიცადა და „ჟირონას“ 3 ქულა გაატანა. ეს იყო შეხვედრა...

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-10 ტურში ბათუმშო საოცარი მატჩი გაიმართა. "დინამომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. შეხვედრა, რომ დიდებული გამ...

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსის" ასპარეზობით ძალიან იმედგაცრუებული გახლდათ და მატჩის შემდეგ კომენტარი არც გაუკეთები...

ჟოზე მოურინიომ DAZN-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. ჟოზე საკუთარი მუშაობის სტილს შეეხო და მის არაკეთილმოსურნეებზეც ისაუბრა. "მე ლონდონში დავბრ...

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ „ლოს ბლანკოსი“ ესპანეთში ნომერ პირველი გუნდია (თუ საქმე ქვეყ...

ადამ ჯონსონი „სანდერლენდის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს. ინგლისელმა ციხეში 3 წელი გაატარა და როგორც ირკვ...

„მილანი“ ახალი სეზონისთვის გეგმებს აწყობს. „როსონერი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეონარდო...

„ბარსელონას“ ექსპრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთ...

ოლე გუნარ სულშერის „მანჩესტერს“ რთული პერიოდი უდგას. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდები საშინელ ფორმაში იმყოფებიან და სასურველი შედეგის დაფ...

როგორც ჩანს პოლ პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ თავის ბოლო სეზონს ატარებს. ფრანგის ტრანსფერის შესახებ საუბრები სულ უფრო ხშირდება და ყოველდღე ახალი ი...

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ კაპიტანი, მაურო იკარდი, შესაძლოა, ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენ...

დამდეგ უქმეებზე ფრანგული ფეხბურთისთვის ისტორიულ მოვლენას ექნება ადგილი. ლიგა ერთის 34-ე ტურის შეხვედრას, რომელიც „ამიენსა“ და „სტრას...

ამსტერდამის „აიაქსი“ მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. ერიკ ტენ ჰაგის ბიჭები საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და ნეიტრალური გულშემატკივრების ...

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ''უოტფორდისა'' და ''საუთჰემპტონის'' შეხვედრაში ანგარიში მე-7 წამზე შეინ ლონგმა გახსნა. ირლანდიელმა თავდამსხმელმა ''უო...

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას გაყიდვა სურს. ფრანგს სპეციალისტს ნომერ პირველ მეკა...

Crystalsport-ის ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს სამ თვეში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ბრიუსელის ''ანდერლეხ...

''ქალაქელების'' ლიდერი კევინ დე ბრუინი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას განცხადებით...

ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ჟორჯე კასტელოს, რუმინელი დორუ ისაკისა და...

აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-4 ტურში ''ალ სადმა'' ყატარში ტაშკენტის ''ფახთაქორი'' 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე ლეგენდარული ხავ...

რეკომენდებული სიახლეები
ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მარათონს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაფერი ერთ-ერთ მონაწილეს ვუ სიანდონს უკავშირდება, რომელიც საქვ...
24.04.2019
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ „ლოს ბლანკოსი“ ესპანეთში ნომერ პირველი გუნდია (თუ საქმე ქვეყ...
24.04.2019
როგორც ჩანს პოლ პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ თავის ბოლო სეზონს ატარებს. ფრანგის ტრანსფერის შესახებ საუბრები სულ უფრო ხშირდება და ყოველდღე ახალი ი...
24.04.2019
ამსტერდამის „აიაქსი“ მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. ერიკ ტენ ჰაგის ბიჭები საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და ნეიტრალური გულშემატკივრების ...
24.04.2019
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-10 ტურში ბათუმშო საოცარი მატჩი გაიმართა. "დინამომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. შეხვედრა, რომ დიდებული გამ...
24.04.2019
"კადრებში კარგად ჩანს რომ გეგეშიძე ხელს იქნევს, მაგრამ ეს ხელი არ მოხვედრია დათუნაშვილს"- სასამართლოს დასრულების შემდეგ  გეგა გეგეშიძის ადვოკატმა...
24.04.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
24.04.2019
„მილანი“ ახალი სეზონისთვის გეგმებს აწყობს. „როსონერი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეონარდო...
24.04.2019
ოლე გუნარ სულშერის „მანჩესტერს“ რთული პერიოდი უდგას. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდები საშინელ ფორმაში იმყოფებიან და სასურველი შედეგის დაფ...
24.04.2019
სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების 8-გზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო ...
24.04.2019
„ბარსელონას“ ექსპრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთ...
24.04.2019
უკანასკნელი სიახლეები