ვერატიმ და კავანიმ შესაძლოა ''მანჩესტერთან'' შეხვედრა გამოტოვონ!
Aa
Aa

ვერატიმ და კავანიმ შესაძლოა ''მანჩესტერთან'' შეხვედრა გამოტოვონ!

ფრანგული საფეხბურთო კლუბის, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის განცხადებით ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრა შესაძლოა მარკო ვერატიმ და ედინსონ კავანიმ გამოტოვონ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში პსჟ-მ შინ ''ბორდო'' კავანის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი შეაგდო, თუმცა ტრავმის გამო შესვენების შემდეგ არ უთამაშია. ანალოგიურად მატჩის ბოლომდე მარკო ვერატის არ უთამაშია. მან მოედანი 59-ე წუთზე დატოვა.

ტომას ტუხელი: ''ნეიმარის გარდა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შესაძლოა კავანიმ და ვერატიმ ვერ ითამაშონ. წინასწარ არ ვფიქრობ სხვადასხვა ალტერნატიულ გეგმებზე. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ''მანჩესტერ იუნაიტედის'' თამაშს გავაანალიზებ და შემდეგ გადავწყვეტთ თუ რომელ ტაქტიკურ სქემას მივანიჭებთ უპირატესობას.

''მანჩესტერ იუნაიტედთან,'' ''ლივერპულთან'' თუ ბელგრადის ''პარტიზანთან'' შეხვედრაშიც კი საჭიროა საკვანძო ფეხბურთელები, რომლებიც გამოცდილებით, თავდაჯერებითა და თამაშის მაღალი ხარისხით გუნდს წარმატებას მოუტანენ.

ვერატის, კავანისა თუ ნეიმარის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება. მათ გარეშე თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. 

ტრავმის შემდეგ ვერატიმ პირველი მატჩი ჩაატარა. მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, თუმცა არ ვიცი შეძლებს თუ არა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' თამაშს.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ფრანგულ კლუბს უმასპინძლებს. საფეხბურთო დაპირისპირება 12 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები