Aa
Aa

გიორგი ბეჟანიშვილის 35 ქულა! 20 წლის ქართველმა უნივერსიტეტის 29 წლიანი რეკორდი დაამხო!

NCAA-ს Big 10 კონფერენციაში "ილიონოისმა" "რატჯერსს" ოვერტაიმში 99:94 სძლია.

"ილინოისის" რიგებში საოცარი მატჩი ჩაატარა 20 წლის გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტის 29 წლიანი რეკორდი დაამხო.

ბეჟანიშვილმა 35 ქულა ჩააგდო და "ილინოისის" ფრეშმენთა (პირველკურესლთა) რეკორდი მოხსნა.

აქამდე რეკორდის ავტორი დეონ ტომასი იყო, რომელსაც 1990 წელს 34 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

ტომასი და ბეჟანიშვილი რეკორდის დამხობის შემდეგ

ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 35 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 1 პასიც იყო. რეკორდის დამყარებასთან ერთად ბეჟანიშვილმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა.

"ილიონოისისთვის" ეს სეზონში მიჯრით მესამე გამარჯვება იყო. ბეჟანიშვილის გუნდი 14 თებერვალს "ოჰაიო სტეიტს" სტუმრად დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფორვარდი საშუალოდ 19 ქულას აგდებს, რაც დიდებული მაჩვენებელია. ბეჟანიშვილმა 20 ქულაზე მეტი უკვე მეოთხედ ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები