Aa
Aa

შერმადინის 19 ქულა და "უნიკახას" საოცარი გამარჯვება ბოლო წამზე!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "მანრესას" უმასპინძლა და ზედრამატულ ბრძოლაში "გეიმ ვინერით" 99:97 მოიგო.

ქულა ქულაში მიმდინარე შეხვედრას კულმინაცია ბოლო წამებზე ჰქონდა, რომელიც მალაგელთა დრამატული გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება შერმადინს, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:13 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27 გახლდათ.

შერმადინის ჩატენვა

ამ მაჩვენებლით შერმადინმა ორივე გუნდის რიგებში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

"უნიკახა" 13 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში მალაგელები თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები