''ვიტ ჯორჯიასა'' და ''სარაევოს'' შეხვედრა ჩხუბით დასრულდა
Aa
Aa

''ვიტ ჯორჯიასა'' და ''სარაევოს'' შეხვედრა ჩხუბით დასრულდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ''ვიტ ჯორჯიამ'' ამხანაგური შეხვედრა ბოსნიურ ''სარაევოსთან'' ჩაატარა. 75-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ ანგარიში 2:2 გახდა.

83-ე წუთზე მოედანზე ვითარება დაიძაბა, რაც ფეხბურთელთა შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ''ვიტ ჯორჯიას'' ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: ''გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.''

 

ღუდუშაურის გარდა გოლი მუსელინმა გაიტანა. ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55), ზარიძე (მოსიაშვილი 55), მუსელიანი (მუჯირი 65), კიკნაველიძე (საჯაია 65), ქისიევი (ჩიტიშვილი 46), მაისურაძე (კიკნაველიძე 46), სეხნიაშვილი

''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახურის ცნობით ასევე კონფლიქტით დასრულდა პოლონურ ''რაკოვთან'' გამართული შეხვედრა: ''გატანილი გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ასევე მეკარემ გადაარჩინა პოლონელთა კარი ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ. თამაშის სცენარი ბოლო წუთებში ისე განვითარდა, რომ პოლონელთა კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა, თუმცა... მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას მცირედი კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.''

ამხანაგური შეხვედრა პოლონური კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ქართული კლუბის მხრიდან ერთადერთი გოლი კიკნაველიძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები