ჭანტურიშვილის დებიუტი გადაიდო
Aa
Aa

ჭანტურიშვილის დებიუტი გადაიდო

ჩეხეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. მე-20 ტურში ''ზლინი'' შინ ''სლოვაცკოსთან'' 0:1 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში ''ზლინის'' ქართველ ახალწვეულს, ვახტანგ ჭანტურიშვილს არ უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტრავმა აწუხებს და გუნდის სავარჯიშო პროცესს ჩამოშორებულია, ამ ეტაპზე უცნობია როდის ჩაატარებს 25 წლის ნახევარმცველი ჩეხურ კლუბში სადებიუტო მატჩს. 

16-გუნდიან ჩემპიონატში ''ზლინი'' 30 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ჭანტურიშვილი სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონ ''სპარტაკიდან'' ჩეხურ კლუბში გადავიდა.მას ასევე უთამაშია უკრაინულ ''ოლექსანდრიაში,'' თბილისის ''დინამოსა'' და ''ზესტაფონში.''

ფოტო: fcfastavzlin.cz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები